weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რკინიგზელთა ხელფასების 50%-იანი მატება პოპულისტური მოთხოვნაა – საქართველოს რკინიგზა

10:36 ორშაბათი, 05 აგვისტო 2019
ფოტოზე დავით ფერაზე, საქართველოს რკინიგზის დირექტორი ფოტოზე დავით ფერაზე, საქართველოს რკინიგზის დირექტორი

საქართველოს რკინიგზა ეხმაურება რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ხელფასების 50%-ით მომატების მოთხოვნით 4800 თანამშრომელი გაფიცვას აპირებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ხელფასების 50%-იანი მატების მოთხოვნა ან/და განხილვა არარეალური, პოპულისტური საკითხია, „ვინაიდან თითოეულმა რკინიგზელმა ზედმიწევნით კარგად იცის კომპანიის ფინანსური მდგომარეობა“.

ამასთან, საქართველოს რკინიგზა აცხადებს, რომ სიმართლე არ არის, თითქოს გაფიცვისთვის 4800 რკინიგზელი ემზადება.

„რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი აერთიანებს 400-მდე წევრს და მას არ გააჩნია ლეგიტიმაცია სრული კოლექტივის სახელით ისაუბროს და მით უფრო, დააანონსოს გაფიცვები შეუსრულებადი მოთხოვნების საპირისპიროდ. გაფიცვის არავითარი წინაპირობა ამ ეტაპისათვის არ არსებობს, რადგანაც წლების განმავლობაში პირველად ხდება ხელფასების საყოველთაო მატება“, – ნათქვამია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე განმარტებით, კომპანია დასაქმებულთა იმ კატეგორიას, რომელთა ხელფასი 1500 ლარს არ აღემატება, ხელფასს 10%-ით გაუზრდის, რაც წლიურად დაახლოებით 18-20 მილიონ ლარია.

„ეს ამ ეტაპზე, ის მაქსიმუმია, რისი ფინანსური რესურსიც გამოიძებნა. ამასთანავე, უკლებლივ ყველა რკინიგზელს, საჩუქრის სახით, წელიწადში ორჯერ ფიქსირებული თანხა გადაეცემა“, – აცხადებს საქართველოს რკინიგზა.

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის თავმჯდომარის მოადგილე ილია ლეჟავა ამბობს, რომ რკინიგზელთა სახელფასო ანაზღაურება ძალიან დაბალია და 2012 წლიდან მათი ხელფასი არ გაზრდილა. რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის მტკიცებით, საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკება არ შედგა, რის გამოც 10 აგვისტოს შეკრებას და გაფიცვის დღის დაანონსებას აპირებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]