weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სანკტ-პეტერბურგთან II მსოფლიო ომში დაკარგული ქართველი მეომრის ნეშტი აღმოაჩინეს

10:49 ოთხშაბათი, 19 ივლისი 2017

რუსეთში, სანკტ-პეტერბურგის მახლობლად მეორე მსოფლიო ომში დაკარგული ქართველი მეომრის ხუტუ ნიკოლოზის ძე მიმინოშვილის ნეშტი აღმოაჩინეს. მას საპატიო ყარაულით და ზალპით, კუკიის საგვარეულო სასაფლაოზე, 23 ივლისს ოჯახის წევრების გვერდით დაკრძალავენ.

20 წლის ხუტუ მიმინოშვილი აბაშის რაიონის კომისარიატმა 1939 წელს გაიწვია. ის მონაწილეობდა საბჭოთა კავშირისა და ფინეთის ომში. ჯარისკაცის კვალი მეორე მსოფლიო ომის დასაწყისშივე, 1941 წლის აგვისტოში იკარგება. 

2016 წელს ორგანიზაციამ „საძიებო რაზმი - ჩრდილო საზღვარი“ ქალაქ პეტერბურგის შემოგარენში 13 მეომრის ნეშტი აღმოაჩინა. მათგან ერთ-ერთს ჯიბეში ჰქონდა კოვზი წარწერით „ხუტუ“. საარქივო მასალების გამოყენებით დადგინდა კოვზის მფლობელი მეომრის ვინაობა და ორგანიზაციის წევრები ხუტუ მიმინოშვილის ოჯახის წევრებს ზუგდიდსა და აბაშაში დაუკავშირდნენ. საქართველოში ნეშტი ხუტუ მიმინოშვილის ძმისშვილმა იოსებ მიმინოშვილმა გადმოასვენა.

 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]