weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქციების მთავარი თარიღი 20 სექტემბერი იქნება – მაქარაშვილი

15:15 ორშაბათი, 05 აგვისტო 2019

თბილისში პარლამენტის შენობის წინ, 20 ივნისიდან, მიმდინარე საპროტესტო აქციის -„სირცხვილიას“ ერთ-ერთი ორგანიზატორის, გიგა მაქარაშვილის განცხადებით, აქციის მთავარი თარიღი 20 სექტემბერი იქნება.

როგორც მაქარაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ აღნიშნა, შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მასშტაბური აქციის ფორმატზე გადასვლა 1-2 სექტემბრიდან იგეგმება.

„20 სექტემბერი იქნება სამი თვე გავრილოვის ღამიდან, სამი თვეა „სირცხვილია“, თუმცა მანამდე იქნება მთელი რიგი ამბები, მათ შორის რეგიონებში გასვლები. ყველა ქალაქსა და სოფელში ვაპირებთ ჩასვლას, რომ იქ კარდაკარ მივიტანოთ ამბავი. განა ის, რომ რაღაც პოლიტიკური ჯგუფი ვართ, რომელსაც ხმა გვინდა, მოგვცენ. უბრალოდ ჩვენ აქ ვდგავართ ამდენი ხანია, ვიძახით, რომ ამას ვაპროტესტებთ და ეს გვინდა, რომ მოხდეს და ასე ვაპირებთ. ვფიქრობთ, რომ ქალაქი თბილისი, რომელიც ფაქტობრივად, მესამედზე მეტია რაოდენებით მთელ ქვეყნის თუ მეტი არა, საკმარისი არ არის, რომ ქვეყნის მთავარი ამბები გადაწყვიტო... მთავარი თარიღი იქნება 20 სექტემბერი. თუ მანამდე გაქაჩა ამ მთავრობამ გახარიას ზურგით თრევა, მერე უბრალოდ მოუწევს ხელიდან გაშვება“, – განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]