weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მაშველებმა კაცი დახრჩობას დრონის დახმარებით გადაარჩინეს

15:41 ორშაბათი, 05 აგვისტო 2019

მახინჯაურში, ზღვაში შესული 29 წლის კაცი მაშველებმა დრონის დახმარებით გადაარჩნიეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილობრივი მაცხოვრებელი ზღვაში 3-ბალიან შტორმის დროს შევიდა და გამოსვლას ვეღარ ახერხებდა.

„სანაპირო ზოლზე მყოფ მაშველებს ამის შესახებ მოქალაქემ აცნობა. გადარჩენის ოპერაციაში დაუყოვნებლივ ჩაერთო მაშველი დრონის ოპერატორი და სამაშველო კატერი. ოპერაცია წარმატებით დასრულდა. მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცი სანაპიროზე უვნებლად გაიყვანეს“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ტექნოლოგიური სიახლე – მაშველი დრონი მიმდინარე საზღვაო სეზონზე დაინერგა. ის სანაპირო ზოლზე პატრულირებისთვის და შტორმის დროს სამაშველო ოპერაციისთვის გამოიყენება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს დამსვენებლებს, დაემორჩილონ მაშველების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები: არ დატოვონ მცირეწლოვანი ბავშვები უმეთვალყურეოდ, არ ჩავიდნენ წყალში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ან ნაბახუსევზე, არ გასცდნენ უსაფრთხოების ტივტივებს და მაშველების მიერ გამაფრთხილებელი წითელი ალმების გამოფენის შემთხვევაში, არ ჩავიდნენ წყალში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]