weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

გერმანიაში ციხიდან გაქცეულ ქართველ და თურქ პატიმრებს ეძებენ

17:01 ორშაბათი, 05 აგვისტო 2019

გერმანიაში, მემინგენის ციხიდან საქართველოსა და თურქეთის ორი მოქალაქე გაიქცა. ბავარიის პოლიციის ინფორმაციით, ისინი ეზოში სეირნობის დროს ღობეზე გადახტნენ და ახლოს მდებარე სარკინიგზო ხაზის მიმართულებით ფეხით მიიმალნენ. სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენიც იყო ჩართული.

ბავარიის პოლიციის მიერ გუშინ, 4 აგვისტოს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ციხიდან გაქცეულია საქართველოს 37 წლის მოქალაქე ვ.ბ. ის, თურქეთის მოქალაქის მსგავსად, ქურდობის ან საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის იყო დაკავებული.

გაქცეული პატიმრები ბოლოს მემინგენის ერთ-ერთ ქუჩაზე შენიშნეს. პოლიციის ცნობით, თურქ პატიმარს, დიდი ალბათობით, მარცხენა მკლავზე ჭრილობა აქვს.

სამართალდამცველები მოქალაქეებს მოუწოდებენ, ეჭვმიტანილების დანახვის შემთხვევაში მათ არ მიუახლოვდნენ და დაუყოვნებლივ პოლიციას დაუკავშირდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]