weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ქვიშხეთის სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე მუშები გაიფიცნენ – პროფკავშირი

17:39 ორშაბათი, 05 აგვისტო 2019

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის თავმჯდომარის მოადგილის, ილია ლეჟავას განცხადებით, ხაშურის მუნიციპალიტეტში, აღმოსავლეთ-დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებული 60 მუშა გაიფიცა.

გაფიცვა პარასკევს, ქვიშხეთის გვირაბთან დაიწყო, რომლის სამშენებლო სამუშაოებს ჩინური კომპანია – „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო“ ახორციელებს. როგორც „რეგინფოს“ ილია ლეჟავამ განუცხადა, გაფიცულები დღიური ანაზღაურების 10 ლარით გაზრდას ითხოვენ.

„აქამდე მათი ანაზღაურება 20 ლარი იყო. ჩვენ დღეს ადგილზე ჩამოვედით და ვაწარმოებდით მოლაპარაკებას დამსაქმებელ კომპანიასთან, რაც უშედეგოდ დასრულდა – დამსაქმებელი უარს ამბობს დღიური ანაზღაურების გაზრდაზე. რაც შეეხება მუშების სხვა მოთხოვნებს, ისინი ასევე ითხოვენ შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფასა და ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებების მოწესრიგებას“, – ამბობს ილია ლეჟავა.

როგორც გაფიცულები ამბობენ, ისინი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე მუშაობის გაგრძელებას არ აპირებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]