weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რუსთავი 2-ის მთავარი იურისტი თამთა მურადაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს

21:49 ორშაბათი, 05 აგვისტო 2019

„რუსთავი 2“-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ ტელეკომპანიის მთავარი იურისტი, თამთა მურადაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა. როგორც მურადაშვილი აცხადებს, დირექტორი მას სამსახურიდან წასვლას აიძულებდა, ბოლოს შეთანხმდნენ, რომ შვებულებაში გავიდოდა, დღეს კი მიიღო შეტყობინება, რომ „რუსთავი 2“-ში აღარ მუშაობს.

„პარასკევს, 2 აგვისტოს, ჩემსა და პაატა სალიას შორის შედგა საუბარი. საუბარი იყო არასასიამოვნო იმ კუთხით, რომ ის, პრაქტიკულად, მაიძულებდა, რომ წავსულიყავი სამსახურიდან. მე ვითხოვდი შვებულებას. შევთანხმდით, რომ შვებულებაში გავიდოდი დღეიდან, ანუ 5 აგვისტოდან, თუმცა, დღეს მეცნობა, რომ პაატა სალიამ არ დააკმაყოფილა ჩემი შვებულების მოთხოვნა და პლუს, გამათავისუფლა სამსახურიდან. მითითებულია, რომ ხელშეკრულების დარღვევის გამო მიშვებენ სამსახურიდან, თუმცა არ არის მითითებული, რაში გამოიხატა ჩემი მხრიდან დარღვევა“, – განაცხადა „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში თამთა მურადაშვილმა.

იურისტი ფიქრობს, რომ მისი სამსახურიდან გაშვება ტელეკომპანიის ჟურნალისტებზე ზეწოლის დასაწყისია: „ჟურნალისტები, ალბათ, იქნებიან უფრო საფრთხის ქვეშ იმიტომ, რომ მათ არ ეყოლებათ იურისტი, რომელსაც მიმართავენ და საკუთარი უფლებების დაცვას შეძლებენ. მე ვფიქრობ, ეს არის დასაწყისი იმ ზეწოლისა, რაც შეიძლება განხორციელდეს ჟურნალისტებზე“.

პაატა სალია ამტკიცებს, რომ მთავარი იურისტისთვის შვებულებაში გასვლაზე დასტური არ მიუცია. სალიას განცხადებით, მურადაშვილმა წარუდგინა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც მას შვებულებაში ტელეკომპანიის იურიდიული სამსახურის უკვე ყოფილი უფროსი, დიტო საძაგლიშვილი უშვებდა.

„მას განვუცხადე, რომ არ არის ეს ის წესი, რაც არის კომპანიაში დადგენილი და შესაბამისად, ჩემთან უნდა შეთანხმებულიყო და მე ამაზე პასუხს გავცემდი. არ არის სიმართლე, რომ თითქოს ის ჩემთან იყო შეთანხმებული. მეორე რაც შეეხება, არსებობდა გათავისუფლების საფუძველი, მე მითითებული მაქვს შეტყობინებაში, რომელიც მას გაეგზავნა, ის ნორმები, რომელიც დაარღვია. შესაბამისად, მას აქვს უფლება მიმართოს სასამართლოს. იურისტია და თვითონ იცის, რა ზომებს უნდა მიმართოს. თუ მას აქვს პრეტენზია ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, სასამართლოში გავცემთ პასუხს“, – განაცხადა პაატა სალიამ.

„რუსთავი 2“-ის მფლობელისა და გენერალური დირექტორის შეცვლის შემდეგ, ტელეკომპანია იურიდიული სამსახურის უფროსმა დიტო საძაგლიშვილმა დატოვა. ამჟამად ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ადვოკატია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]