weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ნინოწმინდაში ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი დაშავდა

22:23 ორშაბათი, 05 აგვისტო 2019

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სოფელ განძასთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა. სათემო რადიო „ნორის“ ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და სატვირთო მიკროავტობუსი შეეჯახნენ.

ერთი დაშავებული, მიკროავტობუსის მძღოლი, ახალქალაქის საავადმყოფოშია გადაყვანილი. გარდაცვლილები, რომლებიც განძიდან არიან, „ფოლკსვაგენ ჯეტაში“ ისხდნენ.

 შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს მძღოლის მიერ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

სათემო რადიო „ნორი“

რადიო „ნორი“ (www.nor.ge) მაუწყებლობს სამცხე–ჯავახეთის რეგიონში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში სიხშირეზე FM 100.1. „ნორი“ ავრცელებს ახალ ამბებს და ამზადებს რამდენიმე გადაცემას. „ნორი“ პირველი სათემო რადიოსადგურია საქართველოში.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]