weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

გორის მერიამ 710 994 ლარად რუსული წარმოების სპეცტექნიკა შეიძინა

10:01 სამშაბათი, 06 აგვისტო 2019
ფოტო © გორის მუნიციპალიტეტის მერია / Facebook ფოტო © გორის მუნიციპალიტეტის მერია / Facebook

გორის მუნიციპალუტეტის მერიამ ორი ქუჩის მოსარეცხი, სამი მცირე და ერთი საშუალო ტევადობის ნარჩენის გასატანი მანქანა ტენდერში გამარჯვებული შპს „სტრადასგან“ 710 994 ლარად შეიძინა.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, სპეცმანქანები ავტომობილების მწარმოებელი რუსული კომპანიის GAZ Group-ის მიერ, რუსეთშია გამოშვებული. კომპანია „სტრადაში“ კომენტარი არ გააკეთეს, სად შეიძინეს რუსული წარმოების სპეცტექნიკა.

„კეთილმოწყობის სააგენტოს მომსახურეობის გაუმჯობესების მიზნით, ორგანიზაციის ავტოპარკი ეტაპობრივად განახლდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტექნიკით“, – განაცხადა გორის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა.

Qartli.ge

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს ახალ ამბებს შიდა ქართლის რეგიონიდან. გამოცემას მართავს ასოციაცია „ქართლის ხმა“. 

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]