weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს

10:27 სამშაბათი, 06 აგვისტო 2019

შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის“ მუდმივმოქმედი ფილიალის დასაქმებულები 2019 წლის 3 აგვისტოდან უარს აცხადებენ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე და არ გამოდიან სამუშაოზე. განმარტავენ, რომ არიან გაფიცულები, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით მათ კომპანიისთვის წერილობით არ მოუმართავთ და არ განუხორციელებიათ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურები.

დასაქმებულები უკმაყოფილებას გამოთქვამენ შვებულებებთან და განაცდური დღეების ანაზღაურებასთან დაკავშირებით, ასევე ითხოვენ ხელფასის მომატებას. კომპანია გამოთქვამს მზადყოფნას, დააკმაყოფილოს ყველა კანონიერი მოთხოვნა, რაც გამომდინარეობს საქართველოს შრომის კანონმდებლობიდან, მათ შორის შვებულებასთან და განაცდური დღეების ანაზღაურებასთან დაკავშირებით. ხოლო ხელფასის მომატებასთან დაკავშირებით დასაქმებულებს შევთავაზეთ რამდენიმე ვერსია სახელფასო სისტემის დაანგარიშებისთვის.

მიუხედავად მრავალმხრივი მცდელობისა მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. ამჟამად მოქმედი შრომითი ხელშეკრულების თანახმად, დასაქმებულების მიმართ გათვალისწინებულია როგორც ძირითადი ხელფასი, ისე დანამატი და ზეგანაკვეთური სამუშაოსათვის განკუთვნილი დამატებითი ანაზღაურება. რაც საერთო ჯამში ბევრად აღემატება დასაქმებულთა მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მათი დღიური ანაზღაურების - 20 ლარით განსაზღვრასთან დაკავშირებით.

[R] საქართველოს რკინიგზის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]