weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„საქართველოს რკინიგზა“ აცხადებს, რომ ქვიშხეთში გაფიცულებს მათთან კავშირი არ აქვთ

12:09 სამშაბათი, 06 აგვისტო 2019
ფოტოზე „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი დავით ფერაძე ფოტოზე „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი დავით ფერაძე

სს „საქართველოს რკინიგზა“ ეხმაურება ქვიშხეთში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულების პროტესტს და განმარტავს, რომ არავითარი შრომით-სამართლებრივი კავშირი პროცესთან არ აქვს.

სს „საქართველოს რკინიგზას“ კომპანია „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროსთან“ გაფორმებული აქვს ხაშური-მოლითის ახალი სარკინიგზო მონაკვეთის სამშენებლო ხელშეკრულება 2011 წელს ჩატარებული საერთაშორისო ტენდერის საფუძველზე. აღნიშნულ ობიექტზე ტექნიკურ ზედამხედველობას ასევე საერთაშორისო ტენდერის გზით გამარჯვებული კომპანია, ავსტიულ-გერმანული ILF-ისა და Deutsche Bahn-ის კონსორციუმი ახორციელებს.

„ნებისმიერი მცდელობა მიმდინარე პროტესტი დაუკავშირდეს სს „საქართველოს რკინიგზას“, ემსახურება დესტაბილიზაციის განცდის დანერგვას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ „საქართველოს რკინიგზა“ მუშაობს შეუფერხებლად და ჩვეულებრივ რეჟიმში ხორციელდება როგორც სამგზავრო გადაყვანები, ასევე სატვირთო გადაზიდვები. მედია საშუალებებს ვთხოვთ არ გაავრცელონ გადაუმოწმებელი და ცალმხრივი ინფორმაცია, რათა არასწორი განმარტებებით არ მოხდეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა“, – აცხადებს სს „საქართველოს რკინიგზა“.

[R] საქართველოს რკინიგზის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]