weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„ლიბერალი“ მუშაობას განახლებული სარედაქციო ჯგუფითა და ხედვით გააგრძელებს

13:49 სამშაბათი, 06 აგვისტო 2019
ფოტოზე შორენა შავერდაშვილი / ფოტო © Liberali ფოტოზე შორენა შავერდაშვილი / ფოტო © Liberali

„ლიბერალი“, რომელიც რედაქტორებმა და ჟურნალისტებმა დაახლოებით თვენახევრის წინ დატოვეს, მუშაობას განახლებული სარედაქციო ჯგუფითა და ხედვით გააგრძელებს.

ახალი გუნდი აცხადებს, რომ კონკრეტული სოციალური საკითხების თანმიმდევრული გაშუქებით სურთ, წვლილი შეიტანონ მედიის განვითარებაში, რომ პოლიტიკურ დღის წესრიგში არსებული პრობლემატიკა პასუხობდეს მოქალაქეთა საჭიროებებსა და ინტერესებს.

„მეორე მხრივ, ღია, კრიტიკული ანალიზითა და პოლიტიკური მიუკერძოებლობით, გვსურს გავაჩინოთ დიალოგის სივრცე სოციალურად გამიჯნულ ჯგუფებს შორის - ერთიანი სააზროვნო და საინფორმაციო პლატფორმის მეშვეობით წარმოვადგინოთ განსხვავებული სოციალური თუ პოლიტიკური პოზიციონირების მქონე მოაზროვნეები, იმისთვის რომ გაიზარდოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეალიზების პოტენციალი და გაძლიერდეს ქმედითი, კრიტიკული დისკურსი.

ამ მიზნების განსახორციელებლად აუცილებლად მიგვაჩნია ფინანსური დამოუკიდებლობა, ისევე როგორც ჩვენი პლატფორმის პოპულარობა, რისთვისაც განახლებულ მარკეტინგულ სტრატეგიასა და ვებგვერდზე ვმუშაობთ“, – ნათქვამია სარედაქციო ჯგუფის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, „ლიბერალის“ განახლებული პლატფორმა შემოდგომის ბოლოს იქნება მზად.

რაც შეეხება განახლებულ ჯგუფს, „ლიბერალის“ მთავარი რედაქტორი შორენა შავერდაშვილი იქნება, აღმასრულებელი რედაქტორი – ლიზა ჟვანია, გარემოსა და ეკოლოგიის განყოფილების რედაქტორი – გიორგი ცინცაძე, ახალი ამბების რედაქტორი და სოციალური მედიამენეჯერი – ნუცა დევიძე, ფოტორედაქტორი – ლევან ხერხეულიძე. პოლიტიკისა და ბიზნესის განვითარების საკითხებზე ბესარიონ ჟვანია იმუშავებს, განათლება-მეცნიერების საკითხებზე – გუგა ვარდიაშვილი, განათლებისა და ჯანმრთელობითი განათლების საკითხებზე – მზიკო ლაპიაშვილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]