weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საკუთარ ავტომობილზე ფირი გადავაკარი, რომ ტაქსის მძღოლები დამერწმუნებინა – კალაძე

16:57 სამშაბათი, 06 აგვისტო 2019

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საკუთარ ავტომობილს თეთრი ფერის ფირი გადააკრა, რათა ტაქსის მძღოლები დაარწმუნოს, რომ ეს პრობლემას არ წარმოადგენს. როგორც კალაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში აღნიშნა, ტაქსების რეფორმის პროექტი ძალიან კარგად მიმდინარეობს.

თბილისის მერის თქმით, ტაქსების გადაღებვის და ფირის გადაკვრის ვაუჩერების გაცემის ვადა არ გადაიწევს და 10 აგვისტოს დასრულდება. ვაუჩერების განაღდება პირველ ოქტომბრამდე უნდა მოხდეს.

„ვადა ვერ გაგრძელდება, იმიტომ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმაა. ჩვენი მხრიდან იყო ყველანაირი ხელშეწყობა, ყველანაირი მხარდაჭერა იმისთვის, რომ არანაირი პრობლემა არ შექმნოდათ ამ ადამიანებს. დავიწყეთ გადაღებვით და ამაზე ზოგს შეექმნა პრობლემა, ამიტომ შემოვიტანეთ ფირის გადაკვრა, რომელიც საერთოდ პრობლემას არ წარმოადგენს. მეც ჩემს საკუთარ ავტომობილზე გადავაკარი ფირი, რათა ეს ადამიანები დამერწმუნებინა, რომ ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, რომ ეს მიმართულება იყოს მოწესრიგებული და ეს ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი ნაწილია. შესაბამისად ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პროექტი იყოს წარმატებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„ინტერპრესნიუსის“ მონაცემებით, თბილისში ტაქსით მომსახურების ნებართვა 31 547 მანქანაზეა გაცემული, გადაღებვისა და ქიმწმენდის ვაუჩერი კი, გასული კვირის მდგომარეობით, მხოლოდ 1620 მძღოლს ჰქონდა აღებული.

2019 წლის პირველი ოქტომბრიდან თბილისში თბილისში სავალდებულო იქნება, რომ ყველა ლიცენზირებული ტაქსის მანქანა თეთრი ფერის იყოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]