მაშველების მისვლამდე დაშავებულს მეთვალყურეობას უცხოელი ტურისტები უწევდნენ.
„გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოსული შეტყობინების შემდეგ, შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდნენ ომალოში განლაგებული სამაშველო დანაყოფის მეხანძრე-მაშველები. ადგილზე მისვლის შემდეგ მაშველებმა დაშავებულის მდგომარეობა შეაფასეს. ტრავმების სიმძიმის, რთული რელიეფის და დიდი დისტანციის გამო, დაშავებულის ქვეითად გადმოყვანა შეუძლებელი იყო. საჭირო გახდა სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენის ჩართვა“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
მათივე ცნობით, ველო-ტურში მყოფი ტურისტები დაზღვევით სარგებლობდნენ, რის გამოც კერძო ვერტმფრენის გამოძახების გადაწყვეტილება მიიღეს. დაშავებული მამაკაცი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, უღელტეხილზე დარჩენილი ტურისტები უსაფრთხო ადგილამდე გზას შსს-ს მაშველების მეთვალყურეობით აგრძელებენ.