weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დიდი იმედი მაქვს, რომ აფხაზეთში არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდება – პუტინი

10:54 ოთხშაბათი, 07 აგვისტო 2019

სოჭში, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა გაიმართა. როგორც პუტინმა განაცხადა, იმედი აქვს, რომ 25 აგვისტოს აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდება.

„ჩვენი შეხვედრა იმართება არჩევნების წინ და მე დიდი იმედი მაქვს, რომ კენჭისყრა დემოკრატიული პრინციპების მკაცრი დაცვით ჩატარდება და ხელს შეუწყობს შემდგომ სტაბილიზაციას, სტაბილურ ეკონომიკურ განვითარებას და დემოკრატიულ სტაბილურობას“, – უთხრა ხაჯიმბას პუტინმა.

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა კი, რუსეთის ფინანსური დახმარებით მიმდინარე წარმატებულ პროექტებზე ისაუბრა.

„რუსეთის მიერ გამოყოფილი ფინანსური დახმარების წყალობით, სამუშაოები მიმდინარეობს ენერგოსისტემაში, შენდება გზები. ჩვენთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია ის სამუშაოები, რომლებიც ჩვენს თავდაცვის უწყებებს და სამართალდამცავ უწყებებს ეხება.

უნდა აღინიშნოს, რომ ის სამუშაოები, რომლებზეც ადრე ვისაუბრეთ, ნამდვილად მისცემს აფხაზეთს ეკონომიკურად განვითარების შესაძლებლობას - ეს არის სატრანსპორტო კომუნიკაციებთან დაკავშირებული საკითხები: საზღვაო და საჰაერო მიმოსვლა.

ნება მიბოძეთ, აფხაზი ხალხის სახელით კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა იმ ყურადღებისთვის, რასაც აფხაზეთს უთმობთ“, – განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა.

რაულ ხაჯიმბა და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების მე-11 წლისთავზე შეხვდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]