weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

უნივერსიტეტების მსოფლიო რეიტინგში თსუ 1073-ე, ხოლო ილიაუნი 1549-ე ადგილზეა

11:54 ოთხშაბათი, 07 აგვისტო 2019

უნივერსიტეტების მსოფლიო რეიტინგში, რომელიც მსოფლიოს 2 ათას უმაღლეს სასწავლებელს აერთიანებს, საქართველოდან ორი უნივერსიტეტი მოხვდა. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1073-ე ადგილზეა, ხოლო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – 1549-ე ადგილზე.

რეიტინგის პირველი ხუთეული ასეთია: ჰარვარდის უნივერსიტეტი (აშშ), მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი (აშშ), სტენფორდის უნივერსიტეტი (აშშ), კემბრიჯის უნივერსიტეტი (გაერთიანებული სამეფო), ოქსფორდის უნივერსიტეტი (გაერთიანებული სამეფო), კოლუმბიის უნივერსიტეტი (აშშ), პრინსტონის უნივერსიტეტი (აშშ), კალიფორნიის უნივერსიტეტი ბერკლიში (აშშ), პენსილვანიის უნივერსიტეტი (აშშ), ჩიკაგოს უნივერსიტეტი (აშშ).

ოცეულში აშშ-ის უნივერსიტეტების გარდა, მოხვდა ტოკიოს უნივერსიტეტი.

რეიტინგში 222-ე ადგილზეა ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი; 582-ე, 664-ე, 665-ე, 683-ე და 702-ე ადგილებს თურქეთში მდებარე ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტი, სტამბოლის უნივერსიტეტი, ჰაჯეტეპეს უნივერსიტეტი, ანკარის უნივერსიტეტი და სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტი იკავებენ. პირველ ათას საუკეთესო უნივერსიტეტს შორის თურქეთიდან კიდევ ოთხი უმაღლესი სასწავლებელია.

1930-ე ადგილს იკავებს სომხეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც ამ რეიტინგში მოხვედრილი ერთადერთი უნივერსიტეტია სომხეთიდან. საუკეთესო 2000 უნივერსიტეტს შორის არცერთია აზერბაიჯანიდან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]