„ჩემი ინფორმაციით, ახალგაზრდები მოპედით არ გადაადგილდებოდნენ. უბრალოდ იდგნენ, რა დროსაც მაღალი სიჩქარით მომავალი მანქანა დაეჯახათ“, – უთხრა „რეგინფოს“ არჩილ გოგსაძემ.
გუშინ, ღამით მომხდარი ავტოავარიის შედეგად ახალგაზრდა კაცი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო გოგო საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ. პოლიცია გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით აწარმოებს, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
როგორც ბაღდათის მერმა განაცხადა, მომხდარის გამო, მიმდინარე თვეში დაგეგმილი გასართობი ღონისძიებები გაუქმებულია, მათ შორის, 10 აგვისტოს, ზეკარის უღელტეხილზე აღარ გაიმართება სახალხო დღესასწაული „ზეკარობა“.