სოფელ ქვემო ალვანში, საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელობის სკვერში, სამშობლოსათვის დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა და ჩოხოსნების მსვლელობა მოეწყო.
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდულ კლუბში გაიმართა თემატური ფილმის ჩვენება და აგვისტოს დღეების მიმოხილვა.
2008 წლის აგვისტოს ომში ორი ახმეტელი ახალგაზრდა, ქვემო ალვნელი გიორგი ანწუხელიძე და ახმეტელი ბესიკ მამიაური გმირულად დაიღუპნენ. გარდაცვალების შემდეგ გიორგი ანწუხელიძეს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.
[R] ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია