weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ზუგდიდელმა აქტივისტემა რუხის ციხეზე ოკუპაციის საწინააღმდეგო ბანერი გადმოფინეს

21:41 ხუთშაბათი, 08 აგვისტო 2019
ფოტო © ლაივპრესი ფოტო © ლაივპრესი

რუსეთ-საქართველოს ომის მეთერთმეტე წლისთავთან დაკავშირებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, რუხის ციხეზე სამოქალაქო აქტივისტებმა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო ბანერი გამოფინეს წარწერით – „მავთულხართებმა სიარული ისწავლეს, ჩვენ ვერაფერი“.

ადგილობრივი ახალი ამბების სააგენტო „ლაივპრესის“ ინფორმაციით, ეს ინიციატივა „სამოქალაქო მოძრაობის“ აქტივისტებს ეკუთვნით.

„საუკუნეებია ომში ვართ. ბოლო ამბიდან 11 წელი გავიდა და დღემდე ვერ გარკვეულა ერი, რუსეთია ოკუპანტი, რუსეთმა დაიწყო ომი, თუ ჩვენ. ვერაფერი ვისწავლეთ“, – უთხრა აქციის ორგანიზატორმა, როსტომ ზარანდიამ „ლაივპრესს“.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ცაბუნია ვართაგავას თქმით, რუხის ციხეზე ამ ბანერის გადმოფენა სიმბოლური იყო, რადგან ის ადმინისტრაციული საზღვართან მდებარეობს.

„არსებობენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ რუსეთი არ არის ოკუპანტი. ამიტომაც გადავწყვიტეთ წარწერა ქართულად ყოფილიყო. ჯერ ჩვენ უნდა მივიღოთ მოცემულობა, რომ რუსეთი არის მტერი და ოკუპანტი და შემდეგ შეგვიძლია დანარჩენ მსოფლიოს გავაგებინოთ ეს ამბავი“, – აღნიშნა ვართაგავამ.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან თერთმეტი წელი გავიდა. თერთმეტი წლის წინ, აგვისტოში რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი ისევ დევნილობაში რჩება.

Livepress.ge

სამეგრელოს რეგიონის ახალი ამბების პორტალი. ინტერნეტგამოცემა livepress.ge მკითხველს აფხაზეთის ამბებსაც აცნობს. სააგენტო ინფორმაციას ქართულ, აფხაზურ და რუსულ ენებზე ავრცელებს. გამოცემას ააიპ „მედია ფონდი“ ამუშავებს.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]