საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, არაკანონიერი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ფულადი თანხის სანაცვლოდ, შესაბამისი ლაბორატორიული კვლევის გარეშე, დაამზადეს და გასცეს ბეტონის ლაბორატორიული გამოცდის ყალბი ოქმი ბეტონის სიმტკიცესთან დაკავშირებით.
როგორც უწყება განმარტავს, დანაშაულს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს და ისჯება სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.