მოწესრიგდა ინფრასტრუქტურაც - დაიგო პლაჟზე გადასასვლელი ადაპტირებული ბილიკი, მოეწყო საშხაპე-გამოსაცვლელი და საზოგადოებრივი საპირფარეშო.
„დღეს შესაძლებელია, რომ დამოუკიდებლად ჩავიდე ზღვაში. ჩემი თავიდან გამომდინარე ვიტყვი: 25 წელია ეტლში ვზივარ და პირველად ჩავდივარ ზღვაში. ეს ნამდვილად დიდი ბედნიერებაა“, – განაცხადა აჭარის ტელევიზიასთან თეა კაკაბაძემ.
სანაპირო ზოლზე ადაპტირებული პლაჟი ამ დრომდე არ ყოფილა.