weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

პროკურატურას მოუწევს საპატიმრო აღკვეთზე წავიდეს – ნიკა გვარამია

17:08 პარასკევი, 09 აგვისტო 2019

„არვიცი, თვითონ რაზე წავლენ, მაგრამ მათ მოუწევთ წავიდნენ საპატიმრო აღკვეთზე. რატომ და როგორ, ამას ვიტყვი შვიდ საათზე“, – განაცხადა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გნერალურმა დირექტორმა.

ნიკა გვარამიას აპირებს 19:00 საათზე პროკურატურაში მივიდეს, სადაც მას ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ. ბრალის წარდგენის შემდეგ პროკურატურა სასამართლოს მიმართავს გვარამიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით.

ნიკა გვარამიას სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. გამოძიების ვერსიით, ყოფილი გენერალური დირექტორის ქმედების შედეგად „რუსთავი 2“-მა 6 763 510 ლარით იზარალა.

ნიკა გვარამია ამბობს, რომ ხელშეკრულებები, რომლებზეც გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, ერთი ადამიანის მიერ ერთპიროვნულად არ არის შედგენილი.

„დარწმუნებული ვიყავი, რომ ბრალი იქნებოდა, უბრალოდ ვერ იპოვეს იმ საკითხებში, სადაც ეძებდნენ. კონტრაქტი რატომ დადე ცუდიო, ამაზე ბრალის წარდგენა, ბოდვაა, ყველას გვესმის. მეორე –

ეს კონტრაქტი ჩემი შექმნილი არ არის, არის სხვადასხვა დეპარტამენტის მიერ გავლილი, ხელმოწერილი. საბოლოო ხელმოწერა იყო ჩემი. თუ ვინმეს ჰგონია, რომ გენერალური დირექტორი წყვეტს ყველაფერს და ყველაფერი იცის, მან არ იცის მართვის საკითხები“,
– განაცხადა ნიკა გვარამიამ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.

მისივე თქმით, ასეთი კონტრაქტისთვის შეძლება დამდგარიყო სამოხელეო ან სამეწარმეო პასუხისმგებლობა და ტელეკომპაანის დამფუძნებლებს დირექტორი გაეთავისუფლებინათ.

„ეს არ მომხდარა. პირიქით, ეს ყველაფერი მოწონებულია დამფუძნებლების მიერ. მესამე – ეს ყველაფერი ტყუილია კონტრაქტთან დაკავშირებით იმიტომ, რომ შუა წელიწადს რომ ვნახე, რომ ეს კონტრაქტი არ ამართლებს, პირდაპირ გეუბნებით, რომ ზეწოლა იყო ჩემი მხრიდან „ინტერ მედიაზე“; ზეწოლა იყო შემდეგი სახით, მათ შეეძლოთ, რომ აღარ მოეცათ იურიდიულად, მაგრამ ვუთხარი, აღარ გაგიფორმებთ შემდეგ წელს კონტრაქტს. მომდევნო წლის ზამთარში მათ დაგვიბრუნეს 9 მილიონი ნამეტი.

მეორე და მთავარი ტყუილი, რაც პიარისთვის იყო გაკეთებული, რა თქმა უნდა, უთეთრესი ძაფებით ნაკერი, ეს იყო, ბინები რომ მოვიპარე. აქ, ამ ბრალდებას, რაღაცის მოპარვის ბრალებას, კორუფციის ბრალდებას ვირთხა ივანიშვილს არ ვაპატიებ.

კორუფცია ჩემთვის არის წითელი ხაზი, რატომაა ეს ბრალდება? შეგნებულად, რომ მე ვითომ რამეს ვიპარავდი. შეუძლებელია მათ არ იცოდნენ, რომ ეს არის სესხის ხელშეკრულების გასტუმრება ნატურით იმიტომ, რომ ყველა საბუთი „ინტერ მედიიდან“ ამოღებული აქვთ, ის ხელშეკრულებაც და ვალის დახურვის ხელშეკრულებაც და მთავარი, ვიყავი დაკითხვაზე და თუ ეს იყო ფუნდამენტური საკითხი ბრალის, ხომ უნდა ეკითხათ ჩემთვის? აბსოლუტურად არ ყოფილა ამაზე საუბარი, ეს არის თეთრი ძაფებით ნაკერი, საპიარო საქმე. ახლა ვინ იცის პიარი უკეთესად, მაგას ბიძინა ივანიშვილს ვანახებ“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოძიება 20 ივლისს დაიწყო. პროკურატურის განმარტებით, გამოძიებას საფუძვლად დაედო, „რუსთავის 2“-ის 9%-იანი წილის ყოფილი მფლობელის, ნინო ნიჟარაძის ადვოკატის განცხადება ტელეკომპანიის ხელმძღვანელების მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის თაობაზე. გარდა ამისა, სისხლის სამართლის საქმეს დაერთო „რუსთავის 2“-ის ამჟამინდელი დირექტორის, პაატა სალიას განცხადება, შესაძლო დანაშაულის ჩადენის თაობაზე, რამაც სავარაუდოდ დიდი ოდენობით ზიანი მიაყენა სამაუწყებლო კომპანიას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]