ყვარლის მუნიციალიტეტის მერის, როსტომ სესიაშვილის თქმით, მრავალპროფილური სპორტული კომპლექსის მშენებლობა ხელს შეუწყობს მოსახლეობაში ფიზიკური აქტივობის მნიშვნელოვნად გაზრდას.
ეს არის თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული ახალი კომპლექსი, რომელიც ჩვენი ახალგაზრდებისთვის შექმნის გარემოს, სადაც თითოეული მათგანი შეძლებს განვითარებას და საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებას.
აღნიშნული პროექტის ღირებულება 1 687 973 ლარს შეადგენს.
[R] ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია