„2008 წლის აგვისტოს ომიდან 11 წელი გავიდა. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უამრავი გმირობის მაგალითი და გმირის სახელი ჩაიწერა, მათ შორის, ჩვენს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ოთხი ვაჟკაცის სიცოცხლე შეეწირა ქვეყნის მთლიანობასა და ერთიანობას: პოლკოვნიკი დავით ელიზბარაშვილი, ილია შავერდაშვილი, ზურაბ ტურაშვილი და გელა მებაღიშვილი.
ქედს ვიხრი თითოეული მათგანის წინაშე, ვინც თავი შესწირა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის ბრძოლას... ქედს ვიხრი დავითის, ილიას, ზურაბისა და გელას წინაშე“, – განაცხადა როსტომ სესიაშვილმა.
[R] ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია