weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

წავალ პოლიტიკაში და ყველგან, სადაც ივანიშვილს ასამარებენ – ნიკა გვარამია

09:53 შაბათი, 10 აგვისტო 2019

„მე წავალ პოლიტიკაშიც, მე წავალ საზოგადოებრივ მოძრაობებშიც, ყველგან, სადაც ბიძინა ივანიშვილის დასამარება მიმდინარეობს“, – ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

გვარამიამ საზოგადოებას გაერთიანებისკენ მოუწოდა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოში რუსული ტიპის დიქტატურა დამყარდა.

„კორუფცია და ქურდობა არის ჩემი წითელი ხაზი, არ გაპატიებთ, მათ შორის, არც იმას, ვინც ეს დებილობა წაიკითხა პირდაპირ ეთერში. თუ ეს ბრალი უბდა წაგეყენებინათ 4 საათი რომ მკითხავდით, ერთი შეკითხვა მაინც რატომ არ დამისვით ამ ბინებზე?! მე, არ ვაპირებ შემოვიფარგლო მარტო ტელევიზიით, თუმცა მას საუკეთესოს გავაკეთებ, მიუხედავად იმისა, ჩამსვამენ, თუ არა, მაგრამ

მე, მონაწილეობას მივიღებ ყველა პლატფორმაში, რომელიც ბიძინა ივანიშვილს დააზარალებს. ეს არ არის ჩემი არჩევანი, ეს არის ბიძინა ივანიშვილის არჩევანი.

პროკურატურის დღევანდელი ბრიფინგით მან შემომითვალა,რომ მე ვარ მისი ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე ამ მიწაზე,მე ვიღებ ამ გამოწვევას.

მე წავალ პოლიტიკაშიც, მე წავალ საზოგადოებრივ მოძრაობებშიც, ყველგან, სადაც ბიძინა ივანიშვილის დასამარება მიმდინარეობს.

არავითარ შემთხვევაში არ წავალ ქვეყნიდან, რომ მერე მომაყოლონ კორუფციის ბრალი. გამორიცხულია. დავრჩი და ვრჩები აქ, ჩემი არჩევანი არის მხოლოდ ორ რამეს შორის - ან თავისუფლება ან პატიმრობა. მესამე შანსი არ იქნება, ეს გამორიცხულია“, – აღნიშნა ნიკა გვარამიამ გენერალურ პროკურატურასთან, სადაც მას გუშინ, 9 აგვისტოს ბრალი წაუყენეს.

პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ გვარამიამ ბრალდების ფურცელი დახია.

პროკურატურიამ ნიკა გვარამიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წარუდგინა, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. გამოძიების მტკიცებით, ნიკა გვარამიამ შპს „ინტერ მედია პლუსთან“ 2015 წელს გაფორმებული ხელშეკრულებით ტელეკომპანია „რუსთავი 2“ 6 763 510 ლარით აზარალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]