weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

შს სამინისტრომ თბილისსა და რეგიონებში სტაჟიორების მისაღებად კონკურსი გამოაცხადა

14:17 შაბათი, 10 აგვისტო 2019

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისსა და რეგიონებში სტაჟიორის 479 ვაკანტურ ადგილზე კონკურსი გამოაცხადა. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა 2019 წლის 29 სექტემბერია.

სტაჟიორის ვაკანსია სხვადასხვა პოზიციაზეა გამოცხადებული, მათ შორისაა: გამომძიებელი, ინსპექტორი და ფსიქოლოგი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, ექსპერტი საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში. გარდა ამისა, სტაჟირება გამოცხადებულია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში, 112-ში, სასაზღვრო პოლიციაში, ადამიანური რესურსების მართვის და ეკონომიკურ დეპარტამენტებში, მომსახურების სააგენტოში, დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

სტაჟირების გავლა შესაძლებელია თბილისში, ქვემო ქართლში, იმერეთში და რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, შიდა ქართლში, აჭარაში, კახეთში, სამცხე-ჯავახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და გურიაში.

„რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შეფასების შედეგების გათვალისწინებით, საუკეთესო სტაჟიორები სამინისტროში 99 ვაკანტურ თანამდებობაზე მიიღებიან“, – აცხადებენ შს სამინისტროში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნებსა და ფუნქცია-მოვალეობების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: http://hr.police.ge

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]