weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

პროკურატურამ გვარამიას აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლოს მიმართა

16:29 შაბათი, 10 აგვისტო 2019
ფოტოზე პროკურორი ამირან გულუაშვილი ფოტოზე პროკურორი ამირან გულუაშვილი

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე გენერალურმა პროკურატურამ სასამართლოს მიმართა. პროცესი თბილსის საქალაქო სასამართლოში 20:00 საათზე ჩაინიშნა.

ნიკა გვარამიას ინფორმაციით, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას ითხოვს. საუბარია 80 000 ლარზე.

გენერალურმა პროკურატურამ ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოძიება 20 ივლისს დაიწყო, გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ მას ბრალს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წარუდგენენ, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. გამოძიების მტკიცებით, ნიკა გვარამიამ შპს „ინტერ მედია პლუსთან“ 2015 წელს გაფორმებული ხელშეკრულებით ტელეკომპანია „რუსთავი 2“ 6 763 510 ლარით აზარალა.

გუშინ, ბრალის წარდგენის შემდეგ ნიკა გვარამიამ თქვა, რომ გირაოს არ დათანხმდება: „ჩემი არჩევანი არის მხოლოდ ორ რამეს შორის - ან თავისუფლება ან პატიმრობა. მესამე შანსი არ იქნება, ეს გამორიცხულია“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]