მატარებელი თბილისიდან 12:40 საათზე გავა და საკონცერტო დარბაზთან 17:25 საათზე ცავა. ბათუმში ჩასვლის დრო 18:23 საათია. რაც შეეხება უკანა გზას ბათუმიდან მატარებელი 23:50 საათზე გამოვა, Black Sea Arena-ს ბაქანზე 00:38 საათზე იქნება, თბილისში კი 05:15 საათზე იქნება.
ამასთანავე, 13 აგვისტოს, თბილისიდან და ბათუმიდან გამოსულ მატარებლებს № 802/807, 805/806, 852/851, 808/801, 804 თბილისი-ბათუმს და 14 აგვისტოს, მატარებელს №811 ბათუმი-თბილისს გაჩერებები Black Sea Arena-ს ბაქანზეც ექნებათ.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets-ის მობილური აპლიკაციით, რომელსაც აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში.
ბილეთები იყიდება ასევე ვებგვერდებზე (Railway.ge; tkt.ge; Biletebi.ge; matarebeli.ge); სწრაფი გადახდის აპარატებსა და საბილეთო სალაროებში.
[R] საქართველოს რკინიგზის ინფორმაცია