„მინდა, განსაკუთრებული ყურადღება მივაქციო ჩვენ ახალგაზრდობას. ახალგაზრდობა ჭკვიანია, ბრძენია, მაგრამ ბოროტი ძალა ცდილობს, გამოსტაცოს ღმერთს ჩვენი ახალი თაობა. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ახალგაზრდობა გაუძლებს განსაცდელს, გაუძლებს იმ განსაცდელს, რომელშიც იმყოფება დღეს.
ჩვენ ვცდილობთ მაგალითი ავიღოთ სხვა ქვეყნებიდან, მაგრამ ჩვენ გაგვაჩნია ისეთი წარსული, ისეთი გამოცდილება, რომ სხვებმა უნდა აიღონ მაგალითი ჩვენგან, ჩვენი ახალაგაზრდებისგან. მომავალი ჩვენი ახალგაზრდობის ხელშია და იმედი მაქვს, რომ დაძლევენ“, – აღნიშნა პატრიარქმა.
მისივე თქმით, მაგალითი არა სხვისგან, არამედ ჩვენი წინაპრებისგან უნდა ავიღოთ, რომლებიც „დიდი სიბრძნით და ღვთის შიშით იყვნენ შეპყრობილი“.