weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

არც იფიქროთ ჩემი გირაოს ანგარიშზე თუნდაც 1 თეთრის შეტანა – გვარამია გულშემატკივრებს

14:10 ორშაბათი, 12 აგვისტო 2019

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გულშემატკივრებს მიმართავს და სთხოვს, მისთვის შეფარდებული 40 000 ლარიანი გირაოს ანგარიშზე თანხა არ შეიტანონ.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში გვარამია ღნიშნავს, რომ, როგორც გაარკვია, სპეციალურ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა მისი თანხმობის გარეშეც არის შესაძლებელი.

„ჩემი გადაწყვეტილება ღრმად პერსონალურია და ვერ დავუშვებ კომპრომისს, რამეთუ მორალურად დამანგრევს და ვეღარანაირ საქმეს მერე ვერ გავაკეთებ, ვერც საქვეყნოს და ვერც სხვას.

ჩემი ეს გადაწყვეტილება ერთადერთი კონტრპასუხია, რომელიც მორალურად გადამარჩენს იმ ღრმად შეურაცხმყოფელი ბრალდებისგან, რომელიც შეთხზა ივანიშვილმა და რის გამოც ძალიან მძიმე პასუხს მიიღებს მომდევნო თვეებში.

მოკლედ, დაბეჯითებით გთხოვთ, თუ ჩემთვის კარგი საქმის გაკეთება გსურთ, არც იფიქროთ ჩემი გირაოს ანგარიშზე თუნდაც ერთი თეთრის შეტანა. ნებისმიერი თანხის შემტანი ძალიან დამაზარალებს რეპუტაციულად, რადგან მიცემს შესაძლებლობას ქოცებს, სასპეკულაციოდ გახადონ, რომ ეს ჩემთან შეთანხმებით მოხდა და ამგვარად, ირიბი და შემოვლითი გზებით გავაკეთე ის, რაც საჯაროდ დავგმე“, – წერს ნიკა გვარამია.

11 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა და „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. გარდა ამისა, ნიკა გვარამიას შეეზღუდა ქვეყნიდან გასვლის უფლება.

საგამოძიებო უწყება ნიკა გვარამიას „რუსთავი 2“-სთვის დამაზანებელი ხელშეკრულების გაფორმებას ედავება, რის შედეგადაც ტელეკომპანიამ 6 763 510 ლარით იზარალა. გვარამია წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ მის მიმართ პოლიტიკური დევნა ხორციელდება. ბრალის წარდგენის მომენტიდან, ის ამბობდა, რომ გირაოს სახით დაკისრებულ თანხას არ გადაიხდიდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]