პროექტი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, საკანალიზაციო სისტემების და სველი წერტილების მოწყობას მოიცავს. მშენებლობის შემდეგ, ტერიტორიაზე განთავსდება ახალი სავაჭრო დახლები, ხორცისა და ყველის სექციები ბოსტნეულისგან იზოლირებულ, დახურულ სივრცეში მოეწყობა, სადაც იქნება როგორც გათბობის, ასევე კონდიცირების სისტემა.
„გურჯაანში, მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, მხარდაჭერითა და ბაზრის მეპატრონეებთან მოლაპარაკების შედეგად, აგრარული ბაზრის რეაბილიტაცია რამდენიმე კვირაა უკვე დაიწყო. მშენებლობის პროცესი უკვე მიმდინარეობს და მალე, ქალაქ გურჯაანს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი აგრარული ბაზარი ექნება, სადაც პროდუქციის შენახვა მოხდება სანიტარული ნორმების სრული დაცვით და შესაბამისად, მოსახლეობას საშუალება ექნება სუფთა გარემოში შეიძინოს სასურველი პროდუქტი“, – განაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა, არჩილ ხანდამაშვილმა.
მნიშვნელოვანია, რომ ბაზარი იქნება სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების სრული დაცვით აღჭურვილი, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველ მეორე დღეს წყლით მოირეცხება, ვაჭრობის დასრულების შემდეგ დაიკეტება და ექნება შესაბამისი განათებაც.
განახლებული აგრარული ბაზრით სარგებლობის შესაძლებლობა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შემოდგომაზე ექნება, სადაც ისინი სუფთა, მოწესრიგებულ და ჯანსაღ გარემოში შეძლებენ სასურველი პროდუქციის შეძენას.
[R] გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია