„არა მხოლოდ მივესალმებით, არამედ მზად ვართ ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად დავუდგეთ გვერდით ამ იდეის/სურვილის განხორციელებას. უკვე დავიწყეთ ამ საკითხზე მუშაობა და ვცდილობთ კომუნიკაცია დავამყაროთ უშუალოდ, როგორც პეტიციის ინიციატორთან, ასევე ძეგლის/მემორიალის მოქანდაკესთან. ჩვენი სურვილია აღნიშნული იდეა მივიყვანოთ ბოლომდე. გვინდა აღვნიშნოთ, რომ ფაქტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ასეთი ჰუმანური შემთხვევები არ რჩება დაუფასებელი“, – განაცხადეს ქობულეთის მერიაში.
ქობულეთის მერმა, მირიან ქათამაძემ „რეგინფოს“ დაუდასტურა, რომ ამ იდეის განხორციელებას ბოლომდე მიჰყვებიან.
51 წლის ავთანდილ ცხვედიანი ზღვაში 5 აგვისტოს დაიხრჩო. მისი მეგობრების ინფორმაციით, შტორმის დროს მან ერთი ძაღლის გადარჩენა მოასწრო, მეორესთან ერთად კი დაიღუპა.