შემოწმებული ობიექტებია: შპს „ნიუ გრუპ პლიუსი“, ამხანაგობა სიმაღლე წერეთლი, შპს „იმფაირ ბილდინგ“, შპს „პლატინიუმ ვაზისუბანი“, შპს ,,ორჯ ორთაჭალა“, შპს „სამშენებლო ინვესტიციები ვერაზე“, შპს „ეს დი ჯი“, შპს „სან დეველოფმენთი“, შპს „თორი“, შპს „ბალავარი პროპერტის“, შპს „ჯეო ქონსტრაქშენი“, შპს „ჰაუსარტ-ლუქსი“, შპს „საბურთალო პალასი“, შპს „იუნიქსი“, შპს „ზ და დ გლობალ ბილდინგ კომპანი“, შპს „ქიაჩელი რეზიდენსი“, შპს „აგორა“, შპს „ქართულ-ესპანური სამშენებლო კომპანია-2017“, შპს „კიკვიძე 1“, შპს „რესტარტ“, შპს „ტჯ ჯგუფი“, შპს „ვესადენი“, შპს „ევრო გეიმს ტექნოლოჯი ჯორჯია“, შპს „ლუქსორ აპარტამენტები“, შპს „მწვანე სახლი“, შპს „ჯორჯიან ფექიჯინგი“, შპს „ემ დე კა+“, შპს „სოლოლაკი რაიზ“, შპს „დ+დ“, სს „ეს ჯგუფი“.
უწყების ცნობით, შემოწმების შედეგად გამოვლინდა შემდეგი ძირითადი დარღვევები: რისკების შეუფასებლობა; სიმაღლიდან ვარდნის საწინააღმდეგო ინდივიდუალური დაცვის საშუალებების უგულებელყოფა; დაუცველი ღიობები (ჭები, შურფები, ლიფტის შახტები, კიბის უჯრედები, ნებისმიერი ადგილი, სადაც შესაძლოა, ადამიანების ვარდნა); არასტანდარტული, კუსტარული ხარაჩოები, დაკიდული ხარაჩოები; ტვირთამწეობაზე გამოუცდელი უსაფრთხოების ბადეები; ინსტრუქტაჟებისა და სწავლებების უგულებელყოფა; აღჭურვილობის გაუმართაობა; შრომის უსაფრთოების სპეციალისტის არ ყოლა; მაფრთხილებელი ნიშნების უგულებელყოფა; ლიფტების ვარდნის ავარიული დამჭერების გაუმართაობა.
შრომის ინსპექციის მონაცემებით, 30-ვე ობიექტზე გამოყენებულ იქნა ადმინისტრაციული სახდელის სახით გაფრთხილება და დარღვევების გამოსასწორებლად კომპანიებს განესაზღვრათ შვიდიდან 14 დღემდე ვადა, ასევე 20 ობიექტს შეუჩერდა სამუშაო პროცესი, ხოლო 21 ობიექტის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით გამოყენებულ იქნა ჯარიმა ჯამში 605 500 ლარის ოდენობით.
მანამდე, 23 ივლისიდან 2 აგვისტომდე პერიოდში, ჯამში მილიონ ლარამდე ჯარიმა გამოიწერა. ერთობლივი ინსპექტირების ფარგლებში, რომელიც 2019 წლის 23 ივლისს დაიწყო, ჯამში, 12 აგვისტოს ჩათვლით, 86 ობიექტი შემოწმდა.