weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

100 მილიონ ლარამდე ყალბი აქტივის გამოყენების სქემა გამოვავლინეთ – საგამოძიებო სამსახური

17:00 სამშაბათი, 13 აგვისტო 2019

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის აცხადებს, რომ მათმა თანამშრომლებმა გამოავლინეს და თავიდან აიცილეს 100 მილიონ ლარამდე ყალბი აქტივის გამოყენების შესაძლებლობა. შესაბამისად, თავიდან იქნა აცილებული ამავე ოდენობის ზიანის მიყენების საფრთხე სახელმწიფო ბიუჯეტისთვის.

როგორც საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, მიხეილ ონიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გამოძიების ფარგლებში მხილებულია ფართომასშტაბიანი დანაშაულებრივი სქემა დიდი ოდენობით გადასახადისათვის თავის არიდების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზების ფაქტებზე.

გამომძიებლის ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია 9 სისხლის სამართლის საქმეზე 53 პირის მიმართ, მათგან 38 პირი პატიმრობაში იმყოფება. პასუხისგებაში მიცემულ პირთა უმრავლესობა სხვადასხვა კომპანიის დირექტორი და დამფუძნებელია, ხოლო ნაწილი - კომპანიების ფაქტობრივი მმართველი.

„გამოძიებით დადგენილია, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის მიღებისა და არაკანონიერი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ბრალდებულებს საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონში, რეგისტრირებული ჰქონდათ კომპანიები, რომელთა სახელითაც ახორციელებდნენ უსაქონლო ოპერაციებს, რა დროსაც ისინი აყალბებდნენ დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურებს. ასევე, საგადასახადო დეკლარაციებში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, იქმნიდნენ ყალბ აქტივს დამატებული ღირებულების გადასახადში.

დღგ-ს დაბრუნების სისტემაში სახელმწიფოს აქვს კონტროლის ქმედითი მექანიზმი. სწორედ ამ მექანიზმისთვის თავის არიდების მიზნით, შემუშავდა დანაშაულებრივი სქემა, რომლის მეშვეობითაც კომპანიები შექმნილ ყალბ აქტივებს იყენებდნენ მათ მიერ საქართველოში იმპორტირებული საქონლის, ძირითადად ნავთობპროდუქტების განბაჟებისთვის განკუთვნილი გადასახადების და მიმდინარე საბიუჯეტო ვალდებულებების დასაფარად.

სასამართლოს განჩინებების საფუძველზე, დაყადაღდა ბრალდებულების და მათთან დაკავშირებული პირების უძრავ-მოძრავ ქონება და საბანკო ანგარიშები. ამოღებული იქნა მილიონ ლარზე მეტი ნაღდი ფული და დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონის ნაკეთობები.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3, 210-ე მუხლის მე-2, 218-ე მუხლის მე-2 და 194-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით,” - განაცხადა მიხეილ ონიანმა.

მისივე თქმით, მიმდინარეობს გამოძიება აღნიშნულ სქემაში შესაძლო მონაწილე საჯარო მოხელეთა გამოვლენის მიზნითაც.

„დღგ-ს აქტივის საბაჟოში ჩათვლისთვის გადასახადის გადამხდელს არ სჭირდება შემოსავლების სამსახურის თანამდებობის პირთან ფიზიკური კონტაქტი, ჩათვლა ხორციელდება ელექტრონული სისტემის მეშვეობით. ანტიკორუფციული სამსახური ასევე სწავლობს საჯარო მოხელეები უშუალოდ იყვნენ ჩართულნი ამ დანაშაულებრივ სქემაში, თუ მათი დანაშაულებრივი გულგრილობის შედეგად გახდა შესაძლებელი მისი ჩადენა.

ამასთანავე, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში დანიშნულია საინფორმაციო-ტექნოლოგიური და კომპიუტერული ექსპერტიზები, რომელთა შედეგების მიხედვით შესაძლებელი იქნება მსჯელობა კონკრეტულ საჯარო მოხელეთა პასუხისმგებლობის შესახებ“, - განაცხადა მიხეილ ონიანმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]