weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რუსთავში 31 წლის კაცი დააკავეს, რომელმაც ძმა და ცოლი დაჭრა

11:14 ოთხშაბათი, 14 აგვისტო 2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთავის პოლიციის თანამშრომლებმა ოჯახის წევრების ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული დ.ა. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 13 აგვისტოს, რუსთავში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით სხეულზე დაზიანება მიაყენა ძმას – 1977 წელს დაბადებულ კ.რ.-ს და მეუღლეს – 1978 წელს დაბადებულ გ.გ.-ს, რომელიც მათ გაშველებას ცდილობდა.

სამინისტროში განმარტავენ, რომ დაშავებულებს სამედიცინო დახმარება გაეწიათ, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11-პრიმა 120-ე მუხლით მიმდინარეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]