weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

17 აგვისტოს Black Sea Arena-ს მიმართულებით დამატებითი მატარებელი დაინიშნება

15:30 ოთხშაბათი, 14 აგვისტო 2019

17 აგვისტოს, ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების სიმღერების საღამოზე დასწრების მსურველთათვის, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება, რომელიც რეისებს ორივე მიმართულებით შეასრულებს და საკონცერტო დარბაზ Black Sea Arena-ს ბაქანზე გაჩერდება. 

სს „საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, მატარებელი #884/883 შემდეგი განრიგით იმოძრავებს. გასვლა თბილისიდან – 12:40 საათი, ჩასვლა Black Sea Arena-ს ბაქანზე – 17:25, ჩასვლა ბათუმში – 18:23; გამოსვლა ბათუმიდან – 23:50 საათი, ჩასვლა Black Sea Arena-ს ბაქანზე – 0:38, ჩასვლა თბილისში – 5:15 საათი.

ამასთან, თბილისიდან და ბათუმიდან 17 აგვისტოს მატარებელებს № 802/807, 805/806, 852/851, 808/801, 804 თბილისი-ბათუმს და 18 აგვისტოს მატარებელ №811 ბათუმი-თბილისს გაჩერებები Black Sea Arena-ს ბაქანზეც ექნებათ.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets-ის მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში.

ბილეთები იყიდება ასევე ვებ გვერდებზე (Railway.ge; tkt.ge; Biletebi.ge; matarebeli.ge), სწრაფი გადახდის აპარატებსა და საბილეთო სალაროებში.

[R] „საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]