„როგორც ელჩმა ნორლანდმა კაპრალ რამაზ დავითაიას გარდაცვალების დღეს, 2015 წელს აღნიშნა, ის ჩვენს გულებში სამუდამოდ დარჩება. განსაკუთრებული სიმამაცით გამორჩეული კაპრალი დავითაია ISAF-ის მისიაში მსახურებისას მძიმედ დაშავდა. მისი გმირობა და სიმტკიცე ყველასათვის სამაგალითო იყო. ამერიკის თავდაცვისა და საზღვაო ძალების ატაშეებისთვის დიდი პატივი იყო გუშინ, კაპრალ რამაზ დავითაიას საფლავის მონახულება და მისთვის, კიდევ ერთხელ, მხედრული სალმის მიცემა“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საქართველოსი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ გაავრცელა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო