weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას საქმეზე საჩივარი დაუშვებლად ცნო

17:16 ოთხშაბათი, 14 აგვისტო 2019
ფოტო © ipn.ge ფოტო © ipn.ge

თბილისის სააპელაციო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო. როგორც სასამართლო განმარტავს, ეს გადაწყვეტილება გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო მიიღეს.

ადვოკატი სააპელაციო საჩივრით ნიკა გვარამიას მიმართ 11 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს და დამატებითი შეზღუდვის ღონისძიების გაუქმებას ითხოვდა.

„სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ შეამოწმა საჩივრის შესაბამისობა დასაშვებობისათვის კანონით დადგენილ მოთხოვნებთან და სისხლის სამართლის საქმის მასალების შესწავლით დაადგინა, რომ ბრალდებულ ნიკა გვარამიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ განჩინება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილია 2019 წლის 11 აგვისტოს 01 საათსა და 30 წუთზე და შესაბამისად, მისი სააპელაციო სასამართლოში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 207-ე მუხლით დადგენილი გასაჩივრების 48-საათიანი ვადა ამოიწურა 2019 წლის 13 აგვისტოს 01 საათსა 30 წუთზე.

ბრალდებულ ნიკა გვარამიას ინტერესების დამცველი ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის მიერ განჩინების გამომტან თბილისის საქალაქო სასამართლოში საჩივარი შეტანილია 2019 წლის 13 აგვისტოს 17 საათზე და 39 წუთზე, ანუ გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 48-საათიანი ვადის გასვლის შემდეგ, 16 საათის დაგვიანებით.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მიერ ბრალდებულ ნიკა გვარამიას ინტერესების დამცველი ადვოკატის საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი“, – განმარტავს თბილისის სააპელაციო სასამართლო.

11 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა და „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. გარდა ამისა, ნიკა გვარამიას შეეზღუდა ქვეყნიდან გასვლის უფლება.

საგამოძიებო უწყება ნიკა გვარამიას „რუსთავი 2“-სთვის დამაზანებელი ხელშეკრულების გაფორმებას ედავება, რის შედეგადაც ტელეკომპანიამ 6 763 510 ლარით იზარალა. გვარამია წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ მის მიმართ პოლიტიკური დევნა ხორციელდება. ბრალის წარდგენის მომენტიდან, ის ამბობდა, რომ გირაოს სახით დაკისრებულ თანხას არ გადაიხდიდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]