weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მღვდელმა ძროხებს თოფიდან ესროლა და სოფლიდან გაიქცა – ფოლადაურის მცხოვრებლები

10:08 ხუთშაბათი, 15 აგვისტო 2019
ფოტოკადრი რუსთავი 2-ს სიუჟეტიდან ფოტოკადრი რუსთავი 2-ს სიუჟეტიდან

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოლადაურის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ადგილობრივმა მღვდელმა ექვს ძროხას სანადირო თოფიდან ესროლა და დაჭრა. როგორც ისინი „რუსთავი 2“-თან ამბობენ, მამა მიქაელი მათ ეკლესიასთან მდებარე ტყეში საქონლის გაშვებას უკრძალავს.

„საქონელი ეკლესიის ტერიტორიაზე გადავიდა. ეგ ტერიტორია ჩვეულებრივად შუა ტყეა, არანაირი ღობე არ არსებობს. ჩემი ვაჟიც აქ იყო. ამ დროს 6-ჯერ სროლის ხმა გაუგია. იფიქრა, რომ ტყეში ხალხი ქეიფობდა და მათ ისროლეს. საღამოს საქონელი რომ მობრუნდა, დათვლისას ნახეს, რომ ერთი ძროხა არ არის. არავინ იცოდა, რომ ამ ერთის გარდა, ხუთი ძროხა მსუბუქად დაჭრილი იყო. დაკარგული ძროხა ეკლესიის ტერიტორიაზე იქნა ნაპოვნი. დილით საქონელს რომ ვწველიდით, მაშინ ვნახეთ, რომ ხუთი ძროხაც იყო დაჭრილი.

მღვდელმა ძროხებს თოფი ესროლა და გაიქცა. მამაო კრძალავს, რომ პირუტყვი ეკლესიის მიმდებარედ გამოჩნდნენ.

პოლიცია მივიდა, ფოტოები გადაიღო, მე დამკითხეს, მაგრამ მამაო არა. პოლიცია მოდის და გვეუბნება, მიდით, შერიგდითო. არადა მეორე მხრიდან ერთი ბოდიშიც არ გვსმენია“, – განაცხადა ადგილობრივმა ჯაჰანგირ ბუდაევმა „რუსთავი 2“-თან.

მისივე თქმით, ადგილობრივებმა პროტესტის ნიშნად გზაც გადაკეტეს და მამაოს ეძებდნენ, თუმცა ვერსად ნახეს. როგორც ჯაჰანგირ ბუდაევი ამბობს, სასულიერო პირმა სოფლიდან წასვლა მოასწრო.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ შემთხვევა ერთი კვირის წინ მოხდა და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით მიმდინარეობს. ამ მუხლის პირველი ნაწილი გულისხმობს ცხოველის წამებას ან მისდამი სასტიკ მოპყრობას, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია. დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 240 საათამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. შსს-ს ცნობით, გამოძიების ფარგლებში მღვდელიც გამოიკითხა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]