weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

იაფასიან სარეცხი ფხვნილებს „პერსილისა“ და „არიელის“ სამარკო ნიშნით ასაღებდნენ

10:43 ხუთშაბათი, 15 აგვისტო 2019

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბათუმში, ბრენდირებული სარეცხი საშუალებების „პერსილისა“ და „არიელის“ სამარკო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების შემთხვევა გამოავლინეს, რაზეც ორ პირს ბრალი წარუდგინეს.

გამოძიების მტკიცებით, სარეცხი საშუალებების რეალიზატორი ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი და მისი თანამშრომელი კუსტარულად მოწყობილ საამქროში, იაფფასიანი სარეცხი ფხვნილების დაფასოებას და მის რეალიზაციას „პერსილისა“ და „არიელის“ სამარკო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენებით ახორციელებდნენ.

„ამოღებულია სხვისი სასაქონლო ნიშნის გამოყენებით დამზადებული დიდი ოდენობით მზა პროდუქცია, ასევე, მის დასამზადებლად განკუთვნილი ნედლეული და პოლიგრაფიული მასალა“, – განაცხადეს საგამოძიებო სამსახურში.

მათივე ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს და დანაშაული სასჯელის სახით 3-დან 5 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]