weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

კომუნიკაციების კომისიამ შპს „ფორმულას“ წარდგენილ დოკუმენტებში ხარვეზები დაუდგინა

14:14 ხუთშაბათი, 15 აგვისტო 2019
ფოტოზე კომუნიკაციების კომისიის ხელმძღვანელი კახა ბექაური ფოტოზე კომუნიკაციების კომისიის ხელმძღვანელი კახა ბექაური

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „ფორმულას“, რომელიც მაუწყებლობის ავტორიზაციას ითხოვს, წარდგენილ დოკუმენტებში ხარვეზები დაუდგინა და მათ გამოსასწორებლად ხუთდღიანი ვადა მისცა.

შპს „ფორმულამ“ კომისიას განცხადებით 13 აგვისტოს მიმართა.

„შევისწავლეთ კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და დავადგინეთ, რომ მაუწყებლობის ავტორიზაციისთვის კანონით განსაზღვრული მთელი რიგი სავალდებულო ინფორმაცია კომპანიის მიერ სრულად არ არის წარმოდგენილი“, – განაცხადეს კომუნიკაციების კომისიაში.

როგორც კომისია განმარტავს, შპს „ფორმულას“ განცხადებაში არ არის მითითებული სატელევიზიო მაუწყებლობის ბრენდული სახელწოდება; თანდართულ დოკუმენტებში ხარვეზით არის წარდგენილი დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ, კერძოდ, არ არის მითითებული რა ფულადი სახსრებითა და აქტივებით გეგმავს კომპანია მაუწყებლობის დაწყებას. როგორც კომისია აცხადებს, გეგმაში მითითებულია მხოლოდ ის შემოსავალი, რომლის მიღების მოლოდინი კომპანიას მაუწყებლობის დაწყების შემდეგ აქვს. 

„ამას გარდა, კომპანიის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებში მითითებულია მულტიპლექსით, სატელიტით, საკაბელო ოპერატორების ქსელისა და ინტერნეტის გამოყენებით მაუწყებლობის გავრცელების ხარჯები, თუმცა არ არის წარმოდგენილი აღნიშნულ პლატფორმებზე მაუწყებლობის დაწყების თარიღები.

ასევე, არ არის მითითებული რა სახსრებით გეგმავს კომპანია აღნიშნული ხარჯების დაფარვას. კომისიისთვის ასევე არ არის მოწოდებული მულტიპლექსში თავისუფალი რესურსის არსებობის შესახებ შპს „სტერეო+“-თან გაფორმებული შეთანხმების წერილი ან ხელშეკრულება, ისევე, როგორც თანამგზავრულ და საკაბელო ოპერატორთან გაფორმებული შეთანხმების წერილი ან ხელშეკრულება;

კიდევ ერთი ხარვეზი საწესდებო კაპიტალსა და მისი განაღდების ნაწილს ეხება. გაცხადებული საწესდებო კაპიტალის შესახებ ინფორმაცია დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი დოკუმენტით, ისევე, როგორც ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ. შპს „ფორმულას“ აღნიშნული ხარვეზების აღმოსაფხვრელად კანონით დადგენილი ხუთ სამუშაო დღე აქვს“, – ნათქვამია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებაში.

მათივე თქმით, დოკუმენტაციის კანონთან შესაბამისობაში მოყვანის შემდეგ, შპს „ფორმულას“ მაუწყებლობის ავტორიზაციას მაქსიმუმ ათ სამუშაო დღეში მიანიჭებენ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ხუთი სამუშაო დღეში დოკუმენტების წარმოდგენა ვერ მოხდება, კომპანიას კვლავ აქვს შესაძლებლობა მაუწყებლობაზე ავტორიზაციის მისაღებად უხარვეზო განაცხადით განმეორებით მომართოს კომისიას.

შპს „ფორმულა“ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2019 წლის 22 ივლისს დარეგისტრირდა. მისი დირექტორი ზურაბ გუმბერიძეა, რომელიც შპს „ინტერ მედიაში“ 45%-იან წილს ფლობს. შპს „ფორმულაში“ გუმბერძეს, მიხეილ მშვილდაძეს, ირაკლი საღინაძეს და გიორგი ლიფონავას თანაბარი, 25-25%-იანი წილი აქვთ.

ახალი ტელეკომპანიის დაფუძნების შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო. სტრასბურგის სასამართლოს 18 ივლისის გადაწყვეტილების შემდეგ „რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაში გახდა.

როგორც ცნობილია, შპს „ფორმულას“ მიერ დაფუძნებული ტელეკომპანიის ერთ-ერთი დამფინანსებელი თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი იქნება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]