weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ჩვენი ვალდებულებაა, რომ აღვადგინოთ ამღა და ამას აუცილებლად გავაკეთებთ – ბახტაძე

15:13 ხუთშაბათი, 15 აგვისტო 2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, 2020 წელს ხევსურეთში, არხოტის ხეობაში, საქართველო-რუსეთის საზღვართან მდებარე სოფელ ამღის რეაბილიტაცია დაიწყება.

„ეს არის მართლაც საოცარი ადგილი, რომელიც დღეს სამწუხაროდ აღარ არსებობს. ჩვენი ვალდებულებაა, რომ აღვადგინოთ ამღა და ამას აუცილებლად გავაკეთებთ. ჩვენ, უკვე, მომავალი წლის ბიუჯეტში გავითვალისწინეთ სარეაბილიტაციო სამუშაოები და 20 ყველაზე მნიშვნელოვანი ნაგებობა ამღაში აღდგება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პირიქითა ხევსურეთის ისტორიული სოფლის, ამღის გადასარჩენად გამოცემა „მთის ამბებმა“ ადვოკატირების კამპანია 24 ივლისს დაიწყო და სოფლის კომპლექსური რეაბილიტაციის მოთხოვნით პეტიცია შექმნა, რომელსაც ერთ დღეში 1000 ხელმოწერა ჰქონდა. პეტიცია განსახილველად საქართველოს მთავრობას წარედგინა.

ამღაში მცხოვრებმა 77 წლის სანდუა წიკლაურმა „მთის ამბების“ საშუალებით პრემიერ-მინისტრს მიმართა და „საზღვრის მცველი სოფლის“ აღდგენა სთხოვა.

ამღა არხოტის ხეობის ბოლო სოფელია, საქართველო-რუსეთის საზღვართან. საუკუნეების განმავლობაში ამღა ქვეყნის ერთ-ერთი ფორპოსტი იყო. ამ პატარა ისტორიულ სოფელში, სადაც მუდმივად წიკლაურების ორი ოჯახიღა ცხოვრობს, სულ 20-მდე ნაგებობაა, აქედან ექვსი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ამღა ხალხური ზეპირსიტყვიერებისა და კულტურის მნიშვნელოვანი კერაა. იმისთვის, რომ ამღა გადარჩეს, სულ რაღაც 20-მდე ხევსურული სახლია აღსადგენი.

როგორც „მთის ამბები“ წერს, ამღის რეაბილიტაცია საზღვრისპირა სოფელში დააბრუნებს ამღიონებს, გააძლიერებს სოფელს, განავითარებს ტურიზმს, ხალხს შემოსავლის მიღების შესაძლებლობას მისცემს, ქვეყანას კი შემოუნახავს ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]