weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

6 პროდუქტში არასაკვები დანიშნულების საღებავები აღმოაჩინეს

18:39 ხუთშაბათი, 15 აგვისტო 2019

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სტატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შეძენილი 42 დასახელების ტყემლისა და პომიდვრის საწებლებში, აჯიკასა და დაფქულ წითელ წიწაკაში არასაკვები დანიშნულების საღებავები აღმოჩნდა.

ორგანიზაციის ვებგვერდზე, momxmarebeli.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, არასაკვები საღებავების ჯგუფის (12 საღებავი) შემცველობაზე შესამოწმებლად პროდუქტების ნუმუშები გერმანიის ლაბორატორიაში იყო გაგზავნილი.

ორგანიზაცია მომხმარებლებს მოუწოდებს, არ მიირთვან იმ პარტიის ნიმუშები, რომლებშიც არასაკვები საღებავები აღმოჩნდა. მათი განმარტებით, მართალია, გამოკვლეულ პროდუქტებში არასაკვები საღებავები უმეტესად მცირე ოდენობით იყო, მაგრამ ამ საღებავების სისტემატური მოხმარება ხელს უწყობს ან სიმსივნის წარმოქმნას ან გენების გადაგვარებას.

„სუდანის“ ჯგუფის საღებავები გამოიყენება სურსათისათვის მოწითალო შეფერილობის მისაცემად. 2018-2019 წლებში, ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან შეტანილი სუნელების 3 პარტიაში გამოვლინდა საღებავი „სუდანი“. საქართველოში მოქმედ ლაბორატორიებს არ გააჩნიათ აკრედიტაცია სურსათში ზემოთ დასახელებული საღებავების საკვლევად. სურსათის ეროვნულ სააგენტოს 2019 წელს დაგეგმილი აქვს სურსათის 10 ნიმუშის შემოწმება „სუდანის“ ჯგუფის საღებავებზე. ნიმუშები საზღვარგარეთ უნდა გაიგზანოს“, – აცხადებენ სტატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრში.

კვლევის შედეგების თაობაზე წერილები სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და შესაბამის მეწარმეებთან გაიგზავნება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]