weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

გუგუტიანთკარში გივი რაზმაძის ოჯახს უახლოეს ერთ თვეში ახალი სახლი ექნება – მამუკა ხაზარაძე

09:58 პარასკევი, 16 აგვისტო 2019

„თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში გივი რაზმაძის ოჯახს უახლოეს ერთ თვეში ახალი სახლი ექნება.

„რუსული მცოცავი ოკუპაცია ყოველდღიურად გვართმევს სამშობლოს ნაწილს. ეს არის ბრძოლა ყოველი გოჯი ქართული მიწისთვის. ამ ომს თავისი გმირები ჰყავს - იქ მცხოვრები ადამიანები, რომლებიც შიშველი ხელებით ცდილობენ საკუთარი ოჯახების და ქართული მიწის დაცვას. დღეს მათ სახლი წაართვეს, რომელიც უკვე ოკუპირებულ 20%-ს მიემატა. ამ ოჯახებმა ისევ უნდა იცხოვრონ თავიანთ მიწაზე, სადაც ახლა მავთულხლართებს ავლებენ რუსი ჯარისკაცები. ჩვენი მოვალეობაა მათთან ერთად ვიდგეთ. ამიტომ გუგუტიანთკარში გივი რაზმაძის ოჯახს უახლოეს ერთ თვეში ახალი სახლი ექნება“, – წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

ხაზარაძე ქართულ ბიზნესს სთხოვს, გუგუტიანთკარში მცხოვრებ ადამიანებს დაეხმაროს: „ქართული კერა არ მოიშლება, ამ ომს ჩვენ მოვიგებთ, საქართველო გაერთიანდება“

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები სოფელ გუგუტიანთკარში რამდენიმე დღეა ღობეს ავლებენ. ღობის მიღმა ექცევა რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების ორი სახლი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზიანდა, ასევე მათი მიწის ნაკვეთები. ოკუპანტების მიერ სამუშაოების განახლების შემდეგ, გივი (გიორგი) რაზმაძემ საკუთარი სახლის დაშლა დაიწყო.

ამჟამად რაზმაძეების ოჯახი გორში ცხოვრობს, გუგუტიშვილები კი გუგუტიანთკარში დარჩნენ და საცხოვრებლად სხვა სახლში გადავიდნენ. როგორც „რეგინფოს“ მერეთის ადმინისტრაციულ ერთეულში გორის მერის წარმომადგენელმა, რუსუდან კილაძემ განუცხადა, მართალია რაზმაძეები და გუგუტიშვილები ომის დროს დაზიანებულ სახლებში აღარ ცხოვრობდნენ, მაგრამ სახლებთან ახლოს მდებარე ნაკვეთებს ამუშავებდნენ და მოსავალს იღებდნენ.

„ახლაც დათესილი აქვთ ყველაფერი, მაგრამ ღობის გავლების შემდეგ ისინი ვეღარ შევლენ საკუთარ ნაკვეთებში“, – განაცხადა რუსუდან კილაძემ.

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ინფორმაციით, გუგუტიანთკარში „ბორდერიზაციის“ პროცესი დაახლოებით ორი კვირის წინ დაიწყო. EUMM შიშობს, რომ უკანონო სამუშაოების შედეგად, სოფელი სარწყავი და სასმელი წყლის გარეშე დარჩება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]