weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

გორის მერი გუგუტიანთკარში ჩასვლას აჭარაში შვებულების დასრულების შემდეგ აპირებს

12:37 პარასკევი, 16 აგვისტო 2019

გორის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი შვებულებას აჭარაში ატარებს და აცხადებს, რომ სოფელ გუგუტიანთკარში, სადაც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები რამდენიმე დღეა ღობეებს ავლებენ, შვებულების დასრულების შემდეგ ჩავა.

თავზარაშვილმა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან გააკეთა.

„ჩემი მოადგილე ყოველდღე ადგილზეა და მიმდინარე მოვლენების შესახებ საქმის კურსში ვარ. კვირას მეწურება შვებულება და რომ ჩამოვალ, შევხედავ რა სიტუაცია იქნება და მეც ჩავალ გუგუტიანთკარში“, – უთხრა Qartli.ge-ს თავზარაშვილმა.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები სოფელ გუგუტიანთკარში რამდენიმე დღეა ავლებენ ღობეს, რომლის მიღმაც ორი სახლი და მიწის ნაკვეთები ექცევა. რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების სახლები 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზიანდა, ამიტომ საცხოვრებლად სხვაგან გადავიდნენ, თუმცა მიწის ნაკვეთებს ამუშავებდნენ. ღობის გავლების შემდეგ ისინი ამ ტერიტორიაზე გადასვლას ვეღარ შეძლებენ. მათ სახლების დაშლა დაიწყეს, რისთვისაც საოკუპაციო რეჟიმმა სამი დღე მისცა.

გარდა ამისა, ღობის სიახლოვეს სარწყავი არხია და არსებობს საფრთხე, რომ სოფელი სარწყავის გარეშეც დარჩება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]