weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სასამართლო არის ფასადური - ჯანეზაშვილმა და დოლიძემ კანდიდატებთან გასაუბრება შეაჯამეს

17:34 პარასკევი, 16 აგვისტო 2019

არადემოკრატიული, ავტორიტარული და ფასადური - ასე ახასიათებენ სასამართლო სისტემას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე. სისტემის ფასადურობის სადემონსტრაციოდ, მათ დღეს, 16 აგვისტოს, უზენაესი სასამართლოს კანდიდატებთან გასაუბრების დასრულება სასამართლოს პოსტერის ფონზე შეაჯამეს.

„გასაუბრების პროცესმა დაადასტურა, რომ სასამართლო სისტემაში არის ავტორიტარული მმართველობა. რომელსაც საერთო არაფერი აქვს დემოკრატიასთან. გასაუბრებები მიმდინარეობდა ჯგუფური შეტევების რეჟიმში. ისინი ეცადნენ, რომ კონკურსის მეშვეობით შეექმნათ დემოკრატიული იმიჯი, მაგრამ გასაუბრების პროცესმა ცხადყო, რომ ვერცერთმა მოსამართლემ ვერ გაბედა სიმართლის თქმა, რომ სისტემაში ერთი ადამიანის მმართველობაა, რომელსაც ქვია მიხეილ ჩინჩალაძე და მას მხარს უჭერს ლევან მურუსიძე. ჩვენი აზრით, ეს არის ფასადური და ყალბი კონკურსი“, - ამბობს ჯანეზაშვილი.

მისივე თქმით, გასაუბრების დროს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები შეკითხვებზე ცენზურის დაწესებას, არამოსამართლე წევრების გაკონტროლებას და შევიწროებას ცდილობდნენ.

ანა დოლიძე ამბობს, რომ შეძლეს სახელმწიფოს და მისი ინსტიტუტების ფასადურობის ჩვენება, თუმცა ბრძოლა არ დასრულებულა და გრძელდება:

„თქვენს წინაშეა დღეს უზენაესი სასამართლოს შენობის ფასადი, ჩვენ დღეს ვხედავთ ფასადურ მართლმსაჯულებას, დემოკრატიას, სახელმწიფო მართვას. ჩვენს წინაშეა ვითომ სასამართლო, ვითომ პარლამენტი, ვითომ პრემიერი, ვითომ  პროკურორი. მე და ნაზი ჯანეზაშვილი შიშველი ხელებით ვიბრძოდით და ვიბრძვით იმისთვის, რომ გაგვეშიშვლებინა ეს ფასადი და თქვენთვის  გვენახებინა, რომ საქმე არ გვაქვს სამართლიან სასამართლოსთან და მართლმსაჯულებასთან“.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლო მოსამართლეების გასაუბრება 17 ივლისს დაიწყო და 16 აგვისტოს დაასრულა. საბჭომ, სულ 49 პირთან ჩაატარა გასაუბრება. საუკეთესო 20 კანდიდატი საბჭომ კენჭისყრის გზით უნდა გამოავლინოს. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს საბოლოოდ პარლამენტი ამტკიცებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]