weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რუსეთიდან აფხაზეთში საკრუიზო გემი „კნიაზ ვლადიმირი“ ივლის

11:21 შაბათი, 17 აგვისტო 2019
ფოტო ვიკიპედიიდან ფოტო ვიკიპედიიდან

რუსეთიდან აფხაზეთში საკრუიზო ლაინერი „კნიაზ ვლადიმირი“ ივლის. როგორც სააგენტო „აპსნიპრესი“ იუწყება, საკრუიზო მიმოსვლის დეტალები სოხუმში საზღვაო და სამდინარო ტრანსპორტის რუსეთის ფედერალური სააგენტოს წარმომადგენელმა ზახარი ჯიოევმა და „აფხაზეთის საზღვაო გადაზიდვის“ ხელმძღვანელმა, დაურ არძინბამ განიხილეს.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება სოხუმის პორტის აკვატორიის მოსამზადებელ სამუშაოებს უკვე აწარმოებს და იგეგმება, რომ საკრუიზო გემის პირველი საცდელი შესვლა ოქტომბერში განხორციელდება.

რუსული მხარის განცხადებით, საკრუიზო გემი „კნიაზ ვლადიმირი“ აზოვი-შავი ზღვის აუზში რამდენიმე წელია მუშაობს და მომავალი წლიდან სოხუმშიც რეგულარულად ივლის. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება აპირებს, მგზავრების ე.წ. საპასპორტო კონტროლი გემზევე განახორციელოს, რათა მათ დრო საზღვარზე არ დაკარგონ და აფხაზეთში მაქსიმალურად მეტი ღირსშესანიშნაობის მონახულება შეძლონ. არძინბა ამბობს, რომ პროექტი აფხაზეთის ეკონიმიკის განვითარებას ახალ იმპულსს მისცემს და ტურისტებს მიიზიდავს.

„კნიაზ ვლადიმირს“ დაახლოებით 700 მგზავრის გადაყვანა შეუძლია, მისი სიგრძე 142, ხოლო სიგანე 21 მეტრია. გემი 1971 წელს არის აშენებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]