„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა დედოფლისწყაროში ერთ-ერთი მოქალაქის ავტომობილი გაქურდეს, საიდანაც აკუმულატორი და მაგნიტოფონი მოიპარეს, შემდეგ კი ადგილიდან მიიმალნენ. პოლიციამ ორივე პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა“, – განაცხადეს შსს-ში.
მათივე ცნობით, გამოძიება ქურდობის სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.