weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

ჩვენი ტენდერის პირობებს მხოლოდ კონტი ჯგუფი აკმაყოფილებდა – მთავრობა ანაკლიის პორტზე

15:15 შაბათი, 17 აგვისტო 2019

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, ანაკლიის განვითარების კონსორციუმში ამერიკული კომპანია „კონტი ჯგუფი“ ერთადერთი იყო, რომელიც ტენდერის პირობებს აკმაყოფილებდა. „კონტი ჯგუფი“ კონსორციუმს ტოვებს.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ შემავალი კომპანიებიდან ერთადერთი კომპანია, რომელიც აკმაყოფილებდა საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებული ტენდერის პირობებს იყო სწორედ ამერიკული კომპანია „კონტი ჯგუფი“. შესაბამისად, შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ტენდერში გამარჯვება განაპირობა კონსორციუმში „კონტი ჯგუფის“ მონაწილეობამ“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ტენდერის პირობები, რაზეც უწყება საუბრობს არის ანალოგიური პორტის აშენებისა და მართვის სულ მცირე 5-წლიანი გამოცდილება და მსგავსი პროექტის განხორციელებისთვის აუცილებელი ფინანსური მდგომარეობა. 

15 აგვისტოს, ცნობილი გახდა, რომ კონსორციუმს, რომელიც ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს აშენებს, „კონტი ჯგუფი“ ტოვებს. კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა თქვა, რომ „კონტი ჯგუფის“ გასვლა კონსორციუმს კრიტიკულად ვერ დააზიანებს. „კონტი ჯგუფი“ კონსორციუმში 42%-იანი წილი მფლობელი იყო, თუმცა როგორც ახვლედიანმა თქვა, კონსორციუმში ჩადებული 70 მილიონის ინვესტიციისგან „კონტი ჯგუფის“ წილი მცირეა. ამას გარდა, 2018 წლის დეკემბერში „კონტი ჯგუფის“ პრეზიდენტმა კურტ კონტიმ კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭო დატოვა. 

„ვითარების იმდაგვარად წარმოჩენა, თითქოს „კონტი ჯგუფის“ გასვლის შემდეგ, ანაკლიის პორტს წარმატებით ააშენებს კონსორციუმის ქართული მხარე, არ შეესაბამება რეალობას. ანაკლიის პროექტის განხორციელება შეუძლებელია მსგავს პროექტებში გამოცდილი და ფინანსურად ძლიერი სტრატეგიული ინვესტორის გარეშე, რაც ნათლად ჩანს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მაგალითზე. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ დღემდე არ აქვს მოზიდული საკუთარი კაპიტალი, არ აქვს წარდგენილი ბანკებისთვის ტვირთბრუნვის და სესხის სრული უზრუნველყოფის გარანტიები და არ აქვს მიღწეული შეთანხმება ბანკებთან სესხის მიღების თაობაზე“, – აცხადებს სამინისტრო.

უწყება მოუწოდებს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ უმოკლეს ვადებში წარუდგინოს მთავრობას დროში გაწერილი გეგმა „კონტი ჯგუფის“ ტენდერის მოთხოვნებთან შესაბამისი გამოცდილების და ფინანსური მდგომარეობის მქონე დასავლური სტრატეგიული ინვესტორით იგივე მოცულობით ჩანაცვლების თაობაზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]