აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ცოლ-ქმარი ქობულეთში დასასვენებლად იყო ჩასული.
მძღოლი ავტომობილს სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში მართავდა. შინაგან სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-მუხლით მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.